ბელგიის პროკურატურაში ფორმულას უთხრეს, რომ ლიზა ქისტაურის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა და დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.
"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები", - თქვეს პროკურატურაში.
რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიიღეს.